ლელა დოლიშვილი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

მოგესალმებით, მე ვარ ლელა დოლიშვილი, UniGeo- საქართველოს საერთაშორისო
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და აწ უკვე ლიცენზირებული ექიმი თერაპიულ და
ქირურგიულ სტომატოლიგიაში. 2010 წელს ჩავირიცხე UniGeo -ში, ამ დღიდან დაიწყო
ჩემთვის ახალი საინტერესო ცხოვრების ეტაპი.

პირველივე დღეს გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები ,ლექტორები,რომლებიც ჩემთვის
არა მხოლოდ მასწავლებლები არამედ მეგობრებიც გახდნენ, მათთან ურთიერთობის 5
წლიანი პატივი მხვდა წილად.

ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს გარკვეული მიზანი ,ოცნება და უნდა მიჰყვეს მას. მე
სიამაყით ვამბობ ყოველთვის რომ UniGeo-ს კურსდამთავრებული ვარ. მაქვს ბევრი მიზანი
და ოცნება!

ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობ, ვსწავლობ C1 დონეზე და ვაპირებ ჩემი ლიცენზიის
აღიარებას. ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა, მაგრამ შესაძლებელია.
მინდა მომავალ თაობას ვურჩიო, რომ გამოიყენოთ თვითოეული შანსი, რათა თქვენს
პროფესიას დაეუფლოთ. მისდიეთ თქვენს ოცნებებს კვალდაკვალ! დამიჯერეთ წარმატება
მოვა! მოვა თქვენი შრომის შედეგად და მერე ბევრად უფრო იამაყებთ საკუთარი თავით!
არსებობს ასეთი გამონათქვამი: Wer will, Der kann!!( ვისაც უნდა იმას შეუძლია) დაარწმუნთ
თქვენი თავი რომ თქვენც შეგიძლიათ და იშრომეთ ამისთვის! წარმატება გარდაუვალია და
ამ წარმატებისთვის საფუძველი სწორედ ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა! რისთვისაც კიდევ
ერთხელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს, დეკანს და ლექტორებს!

ყველას გისურვებთ წარმატებას!