საგრანტო კონკურსები – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

STEP FORWARD

აბიტურიენტებს საკუთარი სწავლის დასაფინანსებლად აქვთ მხოლოდ 2 გზა:
I- სახელმწიფო გრანტი
II- სტუდენტობის პარალელურად სწავლის საფასურის გამომუშავება.
მაგრამ სათუოა მათი განათლების ხარისხი გადატვირთული გრაფიკის გამო.

STEP FORWARD 2018-ის მიზანია აბიტურიენტებს მისცეს რეალური შესაძლებლობა საკუთარი განათლების დასაფინანსებლად.

პროექტის მოკლე რეზიუმე:
UniGeo-საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლიდან,
ყოველწლიურად თებერვლის თვეში ატარებს საგრანტო კონკურსს აბიტურიენტებისთვის.

ტარდება კონკურსი, სადაც გამარჯვებულ აბიტურიენტებს აქვთ
შესაძლებლობა UniGeo-ში ჩარიცხვის შემთხვევაში
მიიღონ  სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება.

საგრანტო კონკურსი შედგება ორი  ეტაპისგან:
I. ზოგადი ტესტირება

ტესტირება მოიცავს სხვადასხვა სირთულის კითხვებს, როგორც სასწავლო პროგრამიდან, ასევე ზოგადი საკითხებიდან.
მეორე ეტაპზე გადასასვლელად მონაწილეებმა
საჭიროა გადალახონ 50%-იანი ბარიერი.

II.არგუმენტირებული ესსე
წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება აბიტურიენტის არგუმენტირებული მსჯელობის უნარი,აკადემიური წერის ცოდნა და ზოგადი განათლება.

პ რ ი ზ ე ბ ი
I ადგილი  – 10 000 ლარი 
(სასწავლო გრანტი)

II ადგილი – 7 000 ლარი  (სასწავლო გრანტი)

III ადგილი – 5 000 ლარი  (სასწავლო გრანტი)

ყველა მეორე ტურში გადასული მონაწილე, UniGeo-ში ჩარიცხვის შემთხვევაში იღებს 1 000 ლარიან სასწავლო გრანტს.

STEP FORWARD-ის გამარჯვებულები ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრების შემდეგ, შეძლებენ სამაგისტრო და სარეზიდენტო პროგრამებზე უფასოდ სწავლას.

 

განხორციელებული პროექტები

STEP FORWARD-I 2017

მონაწილეთა რაოდენობა – 56

მე-2 ადგილზე გადასულთა რაოდენობა – 21 (1 000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელები)

გამარჯვებულები
1.სალომე სულაბერიძე,
2ლაშა თვალაბეიშვილი,
3 სოფო ქიმაძე

****************************************************************************************************************************

STEP FORWARD-II 2017

მონაწილეთა რაოდენობა – 219

მე-2 ადგილზე გადასულთა რაოდენობა – 35 (1 000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელები)
გამარჯვებულები
1.მარიამ როდონაია
2.მარიამ გამრეკელი
3.მარიამ კახურაშვილი

****************************************************************************************************************************

STEP FORWARD-III 2018

მონაწილეთა რაოდენობა 182

მე-2 ადგილზე გადასულთა რაოდენობა – 50 (1 000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელები)
გამარჯვებულები

1.ლუკა ემრაშვილი
2.მიხეილ ფეიქრიშვილი
3.ანა ცხოვრებაშვილი

ევროპარლამენტის მოდელირება-2018

მონაწილეთა რაოდენობა 300

1000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელი 298

გამარჯვებულთა რაოდენობა 3
I ადგილი 10 000ლ
II ადგილი 7 000ლ
III ადგილი 5 000ლ