ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

  • 21 დეკემბერი, 2017

21 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (UNIGEO) საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელს, მადონა კოიძესა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელს, ნინო კერძაიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაერღვათ უფლებები, უფასო სამართლებრივი დახმარება გაეწევათ საქართველოს საერთასორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის მიერ, UNIGEO-ს სტუდენტების ჩართულობითა და პროფესიონალი ადვოკატების ხელმძღვანელობით. ამავე დღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა არჩევნები UNIGEO-ს იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობის დასაკავებლად. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს UNIGEO-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა. თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა სამმა სტუდენტმა, თამუნა კანკავამ, მარიკა კუჭავამ და მაია მიქავამ. სტუდენტთა ხმების უმრავლესობა მიიღეს მაია მიქავამ და მარიკა კუჭავამ. ღონისძიება გაშუქებულ იქნა ტელევიზიების მიერ.