სტუმრად UniGeo-ში პრაღის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტუმრად UniGeo-ში პრაღის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტი

  • 10 აპრილი, 2018

საქართველოს საერაშორისო უნივერსიტეტსა და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა!
ამავე უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტთან თამანშრომლობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს (სტუდენტები, აბიტურიენტები) შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ევროპულ (ჩეხურ) საგანმანათლებლო სისტემაზე, სწავლასა და სწავლებაზე Charles University -ში.
UniGeo ორგანიზებას გაუწევს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტის - The Institute for Language and Preparatory Studies, Charles University ეგიდით გაიმართება. განსაკუთრებული შეღავათები დაწესდება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც არჩევანს ჩვენს უნივერსიტეტზე გააკეთებენ.
თქვენი ევროპულ ღირებულებებთან მაქსიმალურად დაახლოების იმედით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს!!!