სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

  • 09 მარტი, 2017

ლატვია-საქართველოს ორმხრივი შეთანხმების საფუძვლეზე, 2017/2018 აკადემიური წლისათვის ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითრების სააგენტო მიერ ქართველ სტუდენტებს, მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს სტიპენდიებს. სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 670 ევროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 01 აპრილი. ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს ასევე საფაფხულო სკოლასაც, სადაც მონაწილეობის მიღბა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებეულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 04 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: www.viaa.gov.Iv/scholaraships დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.