შეხვედრა გერმანიის ელჩთან – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

შეხვედრა გერმანიის ელჩთან

  • 08 ივნისი, 2018

გერმანიის ელჩმა თავის რეზიდენციაში DAAD-ის სტიპენდიანტებს - UniGeo-ს ვიცე-რექტორს, ასისტენტ-პროფესორს, თამარ კერძაიას და UniGeo-ს ასოცირებულ პროფესორსა და DAAD-ის ელჩს საქართველოში, მედეა ბურჯანაძეს უმასპინძლა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა DAAD-ის სტიპენდიანტების როლს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში.