სამუშაო ვიზიტი თურქეთში – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამუშაო ვიზიტი თურქეთში

  • 17 მაისი, 2018

სამუშაო ვიზიტი - Nevshehir Haci Bektah - ის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და კვლევის ინსტიტუტი, ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, აგრძელებს უცხოელი პარტნიორების მოძიებას და მათთან თანამშრომლობის გზების დასახვას. ამჯერად, ზემოაღნიშნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი გოჩა ოჩიგავა შეხვდა თურქეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს.

 

მთავარი მასპინძელი იყო Nevshehir Haci Bektah - ის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საუბარი ძირითადად შეეხო: თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით სფეროში, თურქი სტუდენტების ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებას, ჩვენი სტუდენტებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე პრაქტიკების გავლის შესაძლებლობას და სხვა.

მხარეები შეთანხმდენენ ურთიერთანამშრომლობაზე.  შეთანხმებას ახლო მომავალში მოეწერება ხელი. 
მადლობას ვუხდით თურქული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, (Prof, Dr. Fatma Karipcin) და უნივერსიტეტის თანამშრომლებს საინტერესო დახვედრისა და სამუშაო განწყობის შექმნისათვის.