სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის, ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებს, სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის, ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებს, სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის

  • 16 მარტი, 2018

10 მარტს UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას , ჯანდაცვის, ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებს, სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის.

შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელების გზებთან დაკავშირებით საერთო მიდგომების ჩამოყალიბება.

ასევე, ხელი მოეწერა „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის“, „TS Management“, „აღმოაჩინე საქართველოს“, DBX Company”, „ექიმ ქალთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ჩვენი სასწავლო პროგრამები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდას და UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს!