სამართლის საბაკალავრო პროგრამის განახლება – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამართლის საბაკალავრო პროგრამის განახლება

  • 10 ივნისი, 2018

UniGeo-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კომიტეტმა დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამის განახლების პროცესი. პროგრამის შეფასებასა და განვითარებაზე იმუშავეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა. შედეგად UniGeo-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამა აკმაყოფილებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზეა ორიენტირებული.
მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ლექტორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს პროგრამის განახლების პროცესში თანამშრომლობისთვის.