სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ! – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

  • 16 აგვისტო, 2017

შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში განისაზღვრა 2017/2018 სასწავლო წლის მაგისტრატურაში მიღების ვადები (რექტორის ბრძანება №97, 16.08.2017)
  • 2017/2018 სასწავლო წლისათვის სამაგსიტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 05 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით 10:00 დან 17:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, II ჩიხი 5 ა), აპლიკანტის რეგისტრაციის წინაპირობაა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ მაგისტრანტთა საიაში ყოფნა;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. ბაკალავრის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
  3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  4. 2 ფერადი ფოტო-სურათი (3x4) დისკით;
  5. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 14 - 15 სექტემბერს 12:00 საათზე, გამოცდების შედეგები კი გამოქვეყნდება15 სექტემბერს 18:00 საათზე;
  • სააპელაციო განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მიმდინარე წლის 18, 19, 20 სექტემბერს 10:00 -დან 13 : 00 საათამდე, აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება 20 სექტემბერს 18:00 საათზე;
  • მაგისტრანტობის კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება სააპელაციო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ;
UNIGEO გისურვებთ წარმატებებს!