საქმიანი ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

საქმიანი ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში

  • 25 აპრილი, 2017

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გოჩა ოჩიგავა მორიგი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში. ბატონი გოჩა შეხვდა პრაღის სახელმწიფო-სამეფო უნივერსიტეტისა და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალს, პროფესორ - მასწავლბებლებს და მიიღო უახლესი ინფორმაცია ახალი საგანმანათლებლო - გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტთა შეფასების ევროპული სისტემის მუშაობის შესახებ. საინტერესო შეხვედრა შედგა უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინტერკულტურული ცენტრის ხელმძღვანელობასთან (ფრანკფურტი) და გაიმართა მოლაპარაკება აღნიშნულ ინსტიტუტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთანამშრომლობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, ჩვენი აკადემიური პერსონალის გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.