საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გაცილება – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გაცილება

  • 29 ივნისი, 2017

29 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიღება გაიმართა.
ცერემონიას ესწრებოდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, ინგლისური ფილოლოგიისა და სტომატოლოგიის 2017 წლის კურსდამთავრებულები.
კურსდამთავრებულებს სიტყვით UniGeo-ს რექტორმა მიმართა. ასევე მათ წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.