პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა

  • 26 აპრილი, 2018

24 აპრილს, UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ✅ პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა. 🎯 ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტების, კურსდამთავრებულების და სხვა დაინტერესებული პირების დახმარებას, საკუთარი შესაძლებლობების მისწრაფებების, ინტერესების, კომპეტენციების, პიროვნული თვისებების და უნარების გააზრებაში. საჯარო ლექციის ძირითადი თემები იყო: 🔸 რა უნარები არის საჭირო პროფესიის დასაუფლებლად; 🔹 რა ქმნის პროფესიული წარმატების საფუძველს; 🔸 რა სირთულეების გადალახვა უწევთ კონკრეტული პროფესიის ადამიანებს; 🔹 რომელი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა აირჩიონ პროფესია. საჯარო ლექციას უძღვებოდა მეცნიერებისა და კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მარინა შაქარაშვილი. "