პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოუცხადა სრული ნდობა UniGeo-ს ასოცირებულ პროფესორს, ბატონ გოჩა ოჩიგავას – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოუცხადა სრული ნდობა UniGeo-ს ასოცირებულ პროფესორს, ბატონ გოჩა ოჩიგავას

  • 12 აპრილი, 2018

პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოუცხადა სრული ნდობა საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბატონ გოჩა ოჩიგავას და მიანიჭა მას უფლება ოფიციალურად წარმოადგინოს ამავე უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტი საქართველოში. ამ სტატუსით ბატონი გოჩას მთავარი ამოცანა იქნება დაინტერესებულ პირებს (სტუდენტები, აბიტურიენტები) მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ (ჩეხურ) საგანმანათლებლო სისტემაზე, სწავლასა და სწავლებაზე Charles University - ში. ორგანიზება გაუწიოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტის - The Institute for Language and Preparatory Studies, Charles University ეგიდით გაიმართება. განსაკუთრებული შეღავათები დაწესდება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც არჩევანს ჩვენს უნივერსიტეტზე გააკეთებენ.

თქვენი ევროპულ ღირებულებებთან მაქსიმალურად დაახლოების იმედით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს!