ნინო ბახტაძის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

ნინო ბახტაძის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია

  • 30 მაისი, 2018

UniGeo-ს აფილირებულ ასისტენტ-პროფესორმა. ნინო ბახტაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში". ქალბატონმა ნინომ ასევე აუდიტორიას წარუდგინა თავისი წიგნი, სახელწოდებით " Markenschutz in Georgien und Deutschland".

რომლის ერთი ეგზემპლარი UniGeo-ს ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად. ნინო ბახტაძე არის კელნის უნივერსიტეტის(გერმანია) დოქტორი, DAAD-ის სტიპენდიანტი, საქართველოს პატენტრწმუნებული, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და გერმანიის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის (VPP) წევრი, საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების (ABU) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ლექტორი და ტრენერი/ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების, საჯარო შესყიდვებისა და ასოციირების შეთანხმების (AA/DCFTA) საკითხებში