მასტერკლასი – „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების დაფინანსება“ – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

მასტერკლასი – „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების დაფინანსება“

  • 06 ივნისი, 2018

UniGeo-ში გაიმართა მასტერკლასი სახელწოდებით „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების დაფინანსება“.

მასტერკლასს უძღვებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი გრანტების გამოცდილი ექსპერტები, მარიამ ქებურია და ნინო ბიწაძე.

მასტერკლასის ფარგლებში ლექტორები დეტალურად გაეცნენ UniGeo-ს სამეცნიერო მხარდაჭერის ღონისძიებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების მოპოვების შესაძლებლობებს.

მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 
საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოები 
პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“
ნიმუში - Marie Skłodowska -Curie Actions (MSCA) 
კონსორციუმი 
GMUS 
Participant Portal 
Cordis 
Euraxess 
DAAD 
Zintellect

ლექტორების ინიციატივითა და UniGeo-ს სრული მხარდაჭერით, მიმდინარე წელს არაერთი კვევითი პროექტი განხორციელდება.