ღვინისა და ალკჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

ღვინისა და ალკჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა

  • 10 ივნისი, 2018

UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროექტი „პროფესიული ორიენტაციის“ ფარგლებში დაესწრნენ ღვინისა და ალკჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენას.

გაეცნენ ქართული ღვინის ბაზარზე არსებულ სიახლეებს და გასტროტურიზმის უკანასკნელ ტენდენციებს.

სტუდენტებს ასევე ჩაუტარდათ ღვინის დეგუსტაციის მასტერ-კლასი და კომპანიების, Winery Khareba • მეღვინეობა ხარება , Tbilvino თბილღვინო , Kakhetian Traditional Winemaking / კახური ტრადიციული მეღვინეობა და სხვ. წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ისეთი იშვიათი და უნიკალური ღვინოების დამზადების ტექნოლოგიის შესახებ, როგორიცაა „სფერავი როზე“ და „ქვევრის შარდონე“.