გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსება – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსება

  • 09 ივლისი, 2018

UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასისტენტ-პროფესორი, თამარ კერძაია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, Wilhelms-Universitat Munster-ის სამედიცინო სამართლის კვლევით ინსტიტუტში, გერმანელ კოლეგასთან, პროფესორ თომას გუთმანთან ერთად, სამეცნიერო კვლევაზე მუშაობს.

სამეცნიერო კვლევის მიზანია, შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები, გერმანიაში სამედიცინო სამართლის მიმართულებით განხორციელებული სამართლებრივი რეფორმის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 2018 წლის ოქტობერში Westfalische Wilhelms-Universitat Munster-ის პროფესორი, თომას გუთმანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს, სადაც გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან