გასვლითი ლექცია – დაცული ტერიტორიების საქმიანობის დაფინანსების გზები, ეკოტურისტული პროექტები და დონორ ორგანიზაციები – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

გასვლითი ლექცია – დაცული ტერიტორიების საქმიანობის დაფინანსების გზები, ეკოტურისტული პროექტები და დონორ ორგანიზაციები

  • 06 ივნისი, 2018

UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროექტ “პროფესიული ორიენტაცია”-ის ფარგლებში ჩაუტარდათ გასვლითი ლექცია.

თემაზე: დაცული ტერიტორიების საქმიანობის დაფინანსების გზები, ეკოტურისტული პროექტები და დონორ ორგანიზაციები.

ლექციის ფარგლებში სტუდენტები დაესწრნენ გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „გაამწვანე შენი ავტომობილი“, სადაც შეხვდნენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილსა და ეკოსაწარმოების - „მწვანე საჩუქარი“ და „ანემონე“ წარმომადგენლებს.

UniGeo-ს სტუდენტებს, გუნდი „კრისტალის“ პროექტების კოორდინატორმა, მაია წიგნაძემ გაუზიარა დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება, ესაუბრა ეკოტურისტულ პროექტებზე მუშაობის თავისებურებებზე, მათი დაფინანსების გზებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საბაზისო პრინციპებზე.