იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას საჯარო ლექცია თემაზე – „საკანონმდებლო პროცესი და კანონის მიღების პროცედურები“ – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას საჯარო ლექცია თემაზე – „საკანონმდებლო პროცესი და კანონის მიღების პროცედურები“

  • 23 მარტი, 2018

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ UniGeo -  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „საკანონმდებლო პროცესი და კანონის მიღების პროცედურები". ეკა ბესელია სტუდენტებს დეტალურად ესაუბრა საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადების საკითხებზე და პარლამენტისათვის წარდგენაზე, პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე და მიღებაზე, კანონპროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემაზე და კანონის გამოქვეყნებაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს, ასევე გააცნო პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების, მათ შორის პროცესის ღიაობის, ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა უფრო ეფექტური ჩართულობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები. ეკა ბესელიამ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.