„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“

  • 23 მარტი, 2018

2011 წელს გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებითა პოტენციალის რეალიზებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სპეციალისტების ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრება. "ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ". ამიტომ, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა , საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის, რექტორმა, კანცლერმა, ფაკულტეტების დეკანებმა, აკადემიურ პერსონალმა , სოციალური თერაპიის სახლის მენეჯერმა და მხატვარ-თერაპევტმა, საქართველოს საერთაშორისო და რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალმა და სტუდენტებმა Uni Geo-ს მეცნიერებისა და კვლევის ინსტიტუტტის თანამშრომლებმა კორპორაცია „ევექსი“-ს რეზიდენტმა. განხილული იყო დაუნის სინდრომის გენეტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებები და შესაძლებლობები, დიაგნოსტიკის და სწავლის მეთოდები, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებები. შემდგომ გაიმართა დისკუსია და ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები და ჩვენ თანასწორნი ვართ! ჩვენ მეგობრები ვართ. კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვით, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!