3 საუკეთესო სტაჟიორი სტუდენტი საზღვარგარეთ გაემგზავრება – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

3 საუკეთესო სტაჟიორი სტუდენტი საზღვარგარეთ გაემგზავრება

  • 28 თებერვალი, 2018

დაპირებისამებრ, გრძელდება სასიამოვნო სიახლეები ჩვენი სტუდენტებისათვის!

UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ზრუნავს თავისი სტუდენტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და აცხადებს სტაჟირების კონკურსს უპრეცედენტო პირობებით.

სამი საუკეთესო სტაჟიორი გაემგზავრება 1 კვირიან საერთაშორისო კონფერენციაზე ჩეხეთში!

სტაჟირება გულისხმობს UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში სტაჟირებას სხვადასხვა პოზიციაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

სტაჟირების მსურველებმა 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწეს - თამარ ჩხიკვაძეს. (მობ.: 598 720700)