27 იანვრის სამუშაო შეხვედრა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

27 იანვრის სამუშაო შეხვედრა

  • 27 იანვარი, 2018

UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სამართლის,ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებს, სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელების გზებთან დაკავშირებით საერთო მიდგომების ჩამოყალიბება. ასევე, ხელი მოეწერა საადვოკატო ბიუროთა გაერთიანება • Union of Advocates' Bureaus-სა და UniGeo • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროგრამა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდას და UniGeo - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

<\center>