სამშენებლო კომპანია m2-სა და UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამშენებლო კომპანია m2-სა და UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა

  • 02 აპრილი, 2018

სამშენებლო კომპანია m2-სა და UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. m2 -ის დირექტორებმა დეტალურად გააცნეს UniGeo-ს სტუდენტებს კომპანიის სხავადსხვა დეპარტამენტში მუშაობის თავისებურებები, რათა UniGeo-ს სტუდენტებმა მომავალში სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთონ. კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნატო ქიტიაშვილის მხარდაჭერით, UniGeo-ს სამართლის სტუდენტები „სამშენებლო სამართლის“ კურსს გაივლიან. UniGeo-ს რექტორის, ქ-ონი მზია ქათამაძის ინიციატივით, კი, UniGeo შეუერთდება კომპანია m2-ის გამწვანების პროექტს მთაწმინდაზე. ღონისძიება UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული მხარდაჭერის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროექტის - „პროფესიული ორიენტაციის“ - ფარგლებში განხორციელდა.