2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

  • 24 ივლისი, 2018

შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოში მობილობა 2018 წლის 25 ივლისიდან დაიწყება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 25 ივლისიდან    07 სექტემბრის ჩათვლით 10 - დან 18 საათამდე შაბათ - კვირის გარდა (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, მე - 2 ჩიხი, N 5)

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათის ასლი დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით
  • ზოგადი განთლების დამადასტურებელი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი დამოწმებული შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით (მობილობის წესის განმეორებით სარგებლობის შემთხვევაში, მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს როგორც პირვანდელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ასევე მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანებაც)