2017 საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

2017 საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა

  • 29 სექტემბერი, 2017

2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება იგეგმება, როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტიც უერთდება აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართვას.

29 სექტემბერს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი - კარინ უნისიკერი და გოეთეს საზოგადოების პრეზიდენტი - ანგელიკა კუნკელი, რომელთაც წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე - „გერმანული განათლება, პოლიტიკა და კულტურა“. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ, ორმხრივი კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაიარა.

უნივერსიტეტი კიდევ გეგმას სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.