სიახლე – STEP-FORWARD – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლე – STEP-FORWARD

  • 21 მარტი, 2017

2017 წლის 6-13 მაისის ჩათვლით აბიტურიენტებისთვის საქართველოს მასშტაბით UniGeo  იწყებს საგრანტო კონკურსს, სადაც გამარჯვებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

I  ადგილი - 10 000 ლარი

II  ადგილი  - 7 000  ლარი

III  ადგილი  - 5 000 ლარი

საგრანტო კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

  1. ზოგადი ტესტირება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სირთულის კითხვებს, როგორც სასწავლო პროგრამიდან ასევე ზოგადი უნარებიდან
  2. მეორე ეტაპი - ესეს წერა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2017 წლის 30 აპრილამდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე:

ლინკი - https://goo.gl/urt38E