მრგვალი მაგიდა თემაზე – “ნარკომანია ჩვევა, დაავადება, დანაშაული თუ თავისუფალი არჩევანი” – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

მრგვალი მაგიდა თემაზე – “ნარკომანია ჩვევა, დაავადება, დანაშაული თუ თავისუფალი არჩევანი”

  • 01 ნოემბერი, 2017

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, 31 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - "ნარკომანია ჩვევა, დაავადება, დანაშაული თუ თავისუფალი არჩევანი". შეხვედრის მიზანი - ნარკო განათლების პოლიტიკა გახლდათ. ნარკომანია როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც აქტუალურ განხილვის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი სამწუხაროდ, სულ უფრო მატულობს. საკითხის გარშემო ისაუბრეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.