მასტერკლასი ადვოკატთა უფლება-მოვალეობების შესახებ – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

მასტერკლასი ადვოკატთა უფლება-მოვალეობების შესახებ

  • 26 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 25 ოქტომბერს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვებების გამომუშავებისა და განვითარების მიზნით, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა სამართლის დოქტორმა მარი ლონდარიძემ და ადვოკატმა ლალი ტიკიშვილმა გამართეს მასტერკლასი ადვოკატთა უფლება-მოვალეობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა აქტიური დისკუსიის ფორმატში.