იმიტირებული საპარლამენტო სხდომა UNIGEO-ს სტუდენტების მონაწილეობით – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

იმიტირებული საპარლამენტო სხდომა UNIGEO-ს სტუდენტების მონაწილეობით

  • 15 დეკემბერი, 2017

წარმატებით დასრულდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტისა (UNIGEO) დასაქართველოს პარლამენტის ერთობლივი ორგანიზებით გამართული იმიტირებული საპარლამენტო სხდომა UNIGEO-ს სტუდენტების მონაწილეობით. იმიტირებულ სხდომას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკაბესელია დაესწრო, რომელმაც სტუდენტების მიერ მომზადებული სხდომა და განხილულითემა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, ახალგაზრდებმა კანონშემოქმედებითისაქმიანობის კუთხით, პარლამენტის წევრის ფუნქციებს კარგად გაართვეს თავი და მათ მიერმომზადებული იმიტირებული სხდომა საინტერესო და ინტერაქტიული გამოვიდა.კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, სტუდენტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისსაქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კომიტეტის სამოქმედო გეგმის სფეროებიგააცნო. ეკა ბესელიამ სტუდენტებს განათლების მიღების პროცესში წარმატებები უსურვა დამათთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.