სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩვენ შესახებ

 

საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის  აფილირებული პროფესორებისა და სხვა აკად. პერსონალის სამეცნიერო/კვლევითი პროდუქტიულობის ამაღლებას,  ასევე საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიან განხორციელებას, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას ემსახურება  მეცნიერებისა და კვლევის ინსტიტუტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და კვლევის ინსტიტუტის დებულების საფუძველზე და მოწოდებულია:

  • აქტიური მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების იმ ნაწილში, რომელიც ეხება აღნიშნულ პროგრამებში სწავლის შედეგების ნათლად ჩამოყალიბებასა და მათ შესაბამისობას უმაღლესი განათლების საფეხურის დონესა და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან;
  • წარმოაჩინოს, მხარი დაუჭიროს და შეაფასოს აფილირებული და სხვა აკად. პერსონალის სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობა;
  • განსაზღვროს სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის ხარისხის მექანიზმი და მოახდინოს შეფასების შედეგების გასაჯაროება; ასევე, მოახდინოს შედეგების ანალიზი და მათი შემდგომი მიზნებისთვის გამოყენება;
  • გაზარდოს სტუდენტურ – სამეცნიერო ცხოვრებაში პროფესორ-მასწავლებლებელთა ჩართულობა;
  • უზრუნველყოს აფილირებული და სხვა აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობა საგანმანათლებლო პროგრამებთან, ასევე, იმ გრანტებსა და კონკურსებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მეცნიერების/კვლევის სფეროს.
  • დაგეგმოს და განახორციელოს საერთაშორისო კონფერენციები;
  • გააგრძელოს უნივერსიტეტის ეგიდით გამოცემულ შრომათა კრებულზე მუშაობა;
  • საგანმანათლებლო ცენტრების, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწიოს აფილირებული პროფესურისა და სხვა აკადემიური პერსონალისთვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • დაეხმაროს უნივერსიტეტის აფილირებულ და სხვა აკად. პერსონალს პროფესიული ზრდისთვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღებაში.
  • ითანამშრომლოს სხვა სამეცნიერო ცენტრებსა და ინსტიტუტებთან;
  • აქტიურად ჩაერთოს „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობის მხარდაჭერის“ პროგრამაში;
  • წინადადებებითა და რეკომენდაციებით მიმართოს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს;
  • გამართოს ხშირი შეხვედრები აფილირებულ პროფესურასა და სხვა აკად. პერსონალთან, მოისმინოს მათი შეხედულებები/შენიშვნები და მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ინფორმირება ამ შეხვედრებისა და მათზე განხილული საკითხების შესახებ.

 

კონტაქტი

ტელ: +995 32 291 50 33
E-mail: science@unigeo.edu.ge