სამართლის პროგრამა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია  ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული  სამართლებრივი ღირებულებების დამკვიდრებაში; დემოკრატიული და ჰუმანური ფასეულობებისაკენ სწრაფვაში; სტუდენტის პროფესიულ და ინტელექტუალურ  განვითარებაზე ზრუნვა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, შეასწავლოს სტუდენტს სამართლებრივი საკითხები  და დაეხმაროს მას მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში. მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა – განათლება იურისპრუდენციაში, სიღრმისეულად შეასწავლოს  საჯარო, კერძო და სისხლის სამართალი, რომლებშიც ასახაულია სამართლის სახელმძღვანელო პრინციპები, კონცეფციები და მეთოდები. სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე იურისტის რეგულირებადი პროფესიისათვის და სამართლის მიმართულებით ბაკალავრის საქმიანობისათვის  საჭირო ცოდნის მიცემასა  და უნარების გამომუშავებაზე.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეროვნული სამართლის  ძირითადი თვისებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა.   ასევე საერთაშორისო სამართლისა და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების და მათი ეროვნულ სამართალთან კავშირების ცოდნა.