რექტორის მისალმება – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

„ერთი მთლიანი უფრო მეტია ვიდერე მისი შემადგენელი ნაწილების ერთობლიობა“ –  ძველი ბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – არისტოტეტელეს ეს სიტყვები საფუძველია ჩვენი უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ესაა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ერთი მთლიანი , მუდამ განახლებადი სტრუქტურა, რომელიც ერთ საერთო საქმეს  – სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიცემას ემსახურება. ჩვენი უნივერსიტეტი  განახლებული გუნდით, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებით და სტუდენტების რეალურ დასაქმებაზე კონცენტრირებით, ახალგაზრდებს  სთავაზობს მათი ინტერესების შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, ყოველი ახალი სტუდენტი, ისევე როგორც მათი იდეები და შეხედულებები.

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს!

რექტორი, პროფესორი – მზია ქათამაძე