ხშირად დასმული კითხვები – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

1. როგორ ჩავაბარო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში?
საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისშედეგების საფუძველზე.

 

2. რა პროცედურების გავლაა საჭირო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსასვლელად?
კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში მობილობით სარგებლობისთვის საჭიროა, რომ სტუდენტი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით, რის შემდგომაც, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში დარეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge). დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ვალდებულია გაიაროს უსდ – ს მიერ დადგენილი პროცედურები

 

3. რა საბუთები დამჭირდება  მობილობისთვის?
იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა მობილობაში, აუცილებელია, რომ უნივერსიტეტს წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათის ასლი დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით
  • ზოგადი განთლების დამადასტურებელი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი დამოწმებული შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით (მობილობის წესის განმეორებით სარგებლობის შემთხვევაში მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს როგორც პირვანდელი უმაღლესი დაწესებულების, ასევე მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერიც)

 

4. რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?
სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციოვადებში სწავლის წლიური საფასურის ხელშეკრულების პირობებით გადახდას. (საჭიროების შემთხვევაში  სტუდენტის სურვილისამებრ ხდება სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის შედგენა)
პირველკურსელთათვის და მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვისრეგისტრაციის ვადები  განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.

 

5. რა საბუთები უნდა შემოვიტანო რეგისტრაციის დროს ?

  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტმა უნდაწარმოადგინოს:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სკოლის ატესტატი/ბაკალავრის დიპლომი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);

სარეგისტრაციო დოკუმენტები ინახება სტუდენტის პირად საქმეში.განცხადების საფუძველზე სტუდენტი უფლებამოსილია გაითხოვოს სკოლისატესტატი/დიპლომი განსაზღვრული ვადითრისი გადამეტება სტუდენტისსტატუსის შეჩერების საფუძველია.

 

6. როგორ ითვლება GPA ?

  • ითვლება შედეგების საშუალო. შედეგების საშუალო გამოითვლება არჩეულ კომპონენტებში მიღებული ქულისა და კრედიტის ნამრავლების ჯამის შეფარდებით ამავე კომპონენტების კრედიტების ჯამთან;
  • შედეგების საშუალო კოეფიციენტი გამოითვლება ყოველი სასწავლოწლის ბოლოს;

 

7. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს) – (ხანგრძლივობა 4 წელი)  ხოლო სამაგისტრო – 120 კრედიტს (4 სემესტრს) – (ხანგრძლივობა  2 წელი)

 

8. რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი წარჩინების დიპლომს?
თუ შედეგების საშუალო არანაკლებ 3.5-ია სტუდენტს გადაეცემა წარჩინების დიპლომი

 

9. რა არის პრერეკვიზიტი?
საგნის წინაპირობა.

 

10. მეთვლება თუ არა სახელმწიფო გრანტი სწავლის გადასახადში?
დიახ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, გრანტის თანხა გამოაკლდება სწავლის საფასურს