ისტორია – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

 
UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (წარსულში – „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი“) დაარსდა 1995 წელს პროფესორ, დავით ქადაგიძის უდიდესი ძალისხმევითა და უშუალო მონაწილეობით.

UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი  ესაა სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის ერთი მთლიანი, მუდამ განახლებადი სტრუქტურა, რომელიც ერთ საერთო საქმეს  – სტუდენტებისათვის კვალიფიციური განათლების მიცემას ემსახურება.

ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია ყოველი ახალი სტუდენტი, ისევე, როგორც მათი იდეები და შეხედულებები.

ჩვენს უნივერსიტეტს საქმიანი და მეგობრული თანამშრომლობა აკავშირებს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან.

UniGeo – ს  მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობას წარმართავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი.

ახალი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, 2016 წლიდან უნივერსიტეტმა განიცადა რებრენდინგი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა განახლებული კვალიფიციური გუნდი. განხორციელდა სტრატეგიული მნიშვნელობის ცვლილებები, პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო მეთოდების, ინფრასტრუქტურის განახლების და სხვა ბევრი მიმართულებით.

ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად!