ინგლისური ფილოლოგია – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

ინგლისური ფილოლოგიის  საბაკალავრო პროგრამა მიმართულია პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევაზე, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის საფეხურზე შესაბამისი თეორიული ცოდნის და უნარ-ჩვევების საფუძველზე რელევანტური კომპეტენციების გამომუშავებას. პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად, სტუდენტი მიიღებს საბაზისო თეორიულ ცოდნას, როგორც  ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, ასევე, კერძოდ, ენათმეცნიერებაში, გრამატიკაში, ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, სინტაქსში,  ინგლისურ ენასა და ლიტერატურის  ისტორიაში, ტექსტის ლინგვისტიკაში, თარგმანის თეორიაში, დიდი  ბრიტანეთისა  და ამერიკის კულტურისა და ისტორიის საკითხებში.  სტუდენტი გაეცნობა  პრესის  ენისა და  სხვადასხვა ჟანრისლიტერატურული ნაწარმოებების სპეციფიკას, შეძლებს მათ კრიტიკულ ანალიზს.

პროგრამა ასევე  მიზნად ისახავს  ჩამოუყალიბოს სტუდენტსლიტერატურული ტექსტების ფორმალური, ესთეტური დასტრუქტურული ნიშან-თვისებების შეფასების უნარი. სტუდენტიშეისწავლის  დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდებს  და  საკუთარი აზრის პრეზენტირების უნარ-ჩვევებს და დაუკავშირებს შეძენილ ცოდნასშემდგომ როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოებრივ და პირადსაქმიანობას.

 

სწავლების მეთოდოლოგია:

ლექცია-სემინარები, პრაქტიკული სამუშაოები