კარიერული მხარდაჭერის ცენტრი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

კარიერული მხარდაჭერის ცენტრი

კარიერული მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნა UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული ორიენტაციის, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კარირული მხარდაჭერის ცენტრს მართავს კარიერის ცენტრის ხელმძღვანელი. კარიერული მხარდაჭერის ცენტრს ჰყავს კოორდინატორი/კოორდინატორები, რომელთაც UniGeo-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებიდან არჩევნების წესით ირჩევენ UniGeo-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

კარიერული მხარდაჭერის ცენტრი უზრუნველყოფს

  • პოტენციურ დამსაქმებელთა შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შესაბამისი ბაზების შექმნას კვალიფიკაციების მიხედვით.
  • UniGeo-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობებთან და ვაკანსიებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის სისტემატურად მიწოდებას.
  • დასაქმების ბაზრის კვლევასა და მისი საჭიროებების, დინამიკისა და პერსპექტივების გაანალიზებას. მიღებული ინფორმაციის ერთი მხრივ, UniGeo-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის და მეორე მხრივ, შესაბამისი სკოლის ხელმძღვანელებისათვის მიწოდებას.
  • პროფესიულ ორიენტაციასთან, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სამუშაოს ძიების გზებთან, დამსაქმებელთან ინტერვიუსთან, CV, სამოტივაციო წერილისა და სამუშაოს ძიების პროცესში საჭირო სხვა დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით და სხვა), შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით, UniGeo-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების მიწოდებას.
  • პროფესიულ ორიენტაციასთან, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების, მასტერ-კლასების ან კონფერენციების ორგანიზებას ერთი მხრივ, UniGeo-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეორე მხრივ, პოტენციურ დამსაქმებლებს, HR სპეციალისტებსა ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს შორის.
  • საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული დასაქმების ფორუმების, სახელმწიფო თუ სხვა დასაქმების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და UniGeo-ს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და შესაბამისი სკოლის ხელმძღვანელებისათვის მიწოდებას.
  • შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვის, შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით, დასაქმებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
  • კარიერის ცენტრის საქმიანობის თოთოეულ ეტაპზე UniGeo-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან სხვა მოწყვლადი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საჭიროებების გათვალისწინებას.

UniGeo - კარიერული მხარდაჭერი ცენტრის სისტემატიურად განახლებადი შეთავაზებები იხილეთ ჩვენს FB გვერდზე.

ირმა მიქაძესაჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. UniGeo კარიერული მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი.

მაია მიქავაკორდინატორი

UniGeo • კარიერული მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს მრავალპროფილურ პროექტებს UniGeo საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული ორიენტაციის,დასაქმების და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.