იურიდიული კლინიკა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

იურიდიული კლინიკა

რა საქმიანობას ახორციელებს UniGeo – ს იურიდიული კლინიკა

UniGeo-ს იურიდიული კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომლის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი სტანდარტების იურიდიული კონსულტაცია და სხვა სახის იურიდიული მომსახურეობა, მათ შორის წარმომადგენლობა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

 

ვინ ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას

UniGeo-ს იურიდიულ კლინიკა აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალ ადვოკატებს, რომლებიც სტუდენტების უშუალო მონაწილეობით ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ მხარდაჭერას.

 

რა შესაძლებლობებს აძლევს იურიდიული კლინიკა სტუდენტებს

UniGeo-ს იურიდიული კლინიკა არის უნიკალური შესაძლებლობა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ისინი პირველი კურსიდანვე ეუფლებიან სხვადასხვა სახის იურიდიულ დოკუმენტაციაზე (სარჩელი, საჩივარი და სხვა) მუშაობას,  სასამართლოში საქმის წარმართვის, მარწმუნებლებთან და კოლეგებთად ურთიერთობის უნარ-ჩვევებს,  სასამართლოზე დასაბუთებულ და დამაჯერებელ არგუმენტაციას, სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას. საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა უზრუნველყოფს UniGeo-ს კურსდამთავრებულთა მაღალ კონკურენტუნარიანობას  დასაქმების ბაზარზე.

 

რა მიღწევები გვაქვს

UniGeo-ს იურიდიული კლინიკის ანგარიშზეა არაერთი მოგებული საქმე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, ხოლო 2018 წლიდან იურიდიული კლინიკა ახორციელებს მოქალაქეთა უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

UniGeo - ს იურიდიული კლინიკა უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • იურიდიული კონსულტაცია

  • სამართლებრივი დასკვნის შედგენა

  • მხარეთა შორის მორიგების წარმოება

  • ხელშეკრულების შედგენა და ექსპერტიზა

  • ურიდიული დოკუმენტების (სარჩელი, საჩივარი და სხვა) შედგენა

  • ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობა

  • საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა

  • ახელმწიფო და სხვა ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობების მხარდაჭერა

ნინო კერძაიაადვოკატი

მაია პაიჭაძეადვოკატი

ლაშა კალანდაძეადვოკატი, ასოცირებული პროფესორი

გიორგი სულაკაძეადვოკატი, ასოცირებული პროფესორი

გიორგი ტურაზაშვილიადვოკატი, ასოცირებული პროფესორი

თამარ კერძაიაადვოკატი, ასისტენტ-პროფესორი

ნინო ბახტაძეადვოკატი, ასისტენტ-პროფესორი

მარიამ ბოჭორიშვილიადვოკატი

თამარ ხუბულურიადვოკატი

დავით თორაძეადვოკატი

ლელა ჭინჭარაულიადვოკატი

  • შპს რ. _ შპს ნ. -ს წინააღმდეგ ( დავა ეხება ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის შეძენას) პროცესი მიმდინარეოს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
  • მოქალაქე თ.ჩ_ შპს შ.-ს წინააღმდეგ ( დავა ეხება შრომითი უფლებების დარღვევას) შპს_ს მიმართ გაგზავნილია გამაფრთხილებელი წერილი თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
  • მოქალაქე მ.ხ _ შპს ე.-ს წინააღმდეგ ( დავა ეხება ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის შეძენას) პროცესი მიმდინარეოს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
  • მოქალაქე ვ.გ _ შპს ზ.-ს წინაღმდეგ (დავა ეხება ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის შეძენას) მზადდება სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შესატანად.
  • მოქალაქე მ.გ. _ შპს ნ-ს წინააღმდეგ (დავა ეხება სამედიცინო მომსახურეობის სფეროში მოქალაქის უფლებების დარღვევას) შეტანილია საჩივარი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.
  • მოქალაქე მ.ა _ს მომართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
  • მოქალაქე ა.მ-ს მომართვის საფუძველზე მზადდება განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში წარსადგენად.