ბიზნეს ცენტრი – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნეს ცენტრი

რა საქმიანობას ახორციელებს UniGeo – ბიზნეს ცენტრი

UniGeo-ს ბიზნეს ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომლის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი სტანდარტების ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა სახის კონსულტაცია და მომსახურეობა.

 

ვინ ახორციელებს ბიზნეს კონსულტაციას და მომსახურეობას:

UniGeo-ს ბიზნეს ცენტრი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  პროფესიონალებს, რომლებიც სტუდენტების უშუალო მონაწილეობით ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერას.

 

რა შესაძლებლობებს აძლევს ბიზნეს ცენტრი სტუდენტებს

UniGeo-ს ბიზნეს ცენტრი არის უნიკალური შესაძლებლობა ბიზნეს ადმინისტრირების და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ისინი პირველი კურსიდანვე ეუფლებიან სხვადასხვა სახის პრაქტიკულ უნარ ჩვევებს.
საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა უზრუნველყოფს UniGeo-ს კურსდამთავრებულთა მაღალ კონკურენტუნარიანობას  დასაქმების ბაზარზე.

UniGeo-ს ბიზნეს ცენტრს გააჩნია ორი სერვისი:

  • მართვა - რომელსაც ახორციელებს ბიზნეს ცენტრში შემავალი სხვადასხვა ჯგუფები.
  • ბიზნეს ანალიზი - რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო ჯგუფი.
ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფიმაგდა ბიბილაშვილი

მარკეტინგი/მედია/სოც ქსელები/PRდავით გებუაძე

ინოვაციების მენეჯმენტის ჯგუფიილია მეშვილდიშვილი

გაყიდვების ჯგუფიშალვა დოლაქიძე

ფინანსური ჯგუფიგიორგი სოსიაშვილი