ფინანსური მხარდაჭერა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

მოწყვლადი ჯგუფები:  უნივერსიტეტის ორგანიზებით,  ფინანსდება მოწყვლადი სტუდენტები, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. 2018 წელს უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება საქველმოქმედო ფონდთან „შენი მომავლისათვის”, რომელიც დააფინანსებს
ფინანსურად მოწყვლადი სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას.


გადახდის მოქნილი სისტემა: 2017 წლიდან საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს გადახდის მოქნილი სისტემის პროგრამას, რაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს სტუდენტებში. პროგრამა გულისხმობს სტუდენტთა ფინანსური მდგომარეობის მიხედვით მათთვის ინდივიდუალური გადახდის სისტემის შეთავაზებას, რაც ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან პროცენტის გარეშე ხდება. აღნიშნული პროგრამით, ამ ეტაპზე, 28  სამართლის სტუდენტი სარგებლობს ხოლო სულ 81  სტუდენტი. ამჟამადაც წარმატებით გრძელდება აღნიშნული პროგრამის განხორციელება (დანართი #30: შეთახმება ან რაიმე დოკუმენტი; ლინკი #15: სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა);

 

რექტორის სტიპენდია:  უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ რექტორისაგან გრანტი სწავლის დასაფინანსებლად. დაფინანსებისას გათვალისწინებულია სტუდენტის აკადემიური მოსწრება, სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობა ან მოწყვლადობა. აღნიშნული სტიპენდიით ამ ეტაპზე 100-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა და დღემდე წარმატებით ხორციელდება (დანართი #31: ბრძანება ან რაიმე დოკუმენტი; ლინკი #16: რექტორის სტიპენდია);

 

ფასდაკლების აქციები: სწავლის საფასურის ფასდაკლების მექანიზმი მოქმედებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. ფასდაკლება პერიოდულად ცხადდება სხვადასხვა აქციის ფარგლებში. ფასდაკლების მექნიზმი წარმატებით ხორციელდება და 57 სტუდენტმა უკვე ისარგებლა ამ შემოთავაზებით; კერძოდ, ამ ეტაპზე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის უკვე 64 125. 00 (სამოცდაოთხი ათას ასოცდახუთი) ლარის ფასდაკლება განხორციელდა (დანართი #32: ბრძანება ან რაიმე დოკუმენტი; ლინკი #17: სწავლის საფასურის ფასდაკლების მექანიზმი);

 

STEP FORWARD: უნიჯეო აძლევს შესაძლებლობას აბიტურიენტებს, თავისივე ცოდნით დაიფინანსონ სწავლა საქართველოს საერთასორისო უნივერსიტეტში. საგრანტო კონკურსი STEP FORWARD შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე 177 000. 00 (ასსამოცდაჩვიდმეტი ათას) ლარის სასწავლო გრანტი გაიცა და მისი განხორციელება მომავალშიც იგეგმება (დანართი #33: STEP FORWARD-ის გრანტების ბრძანება ან რაიმე დოკუმენტი; ლინკი #19: STEP FORWARD).

 

სასწავლო გრანტები : უნიჯეო სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გასცემს სასწავლო გრანტებს.

2018 წლის 8-10 ივნისს მასშტაბური პროექტი იგეგმება: „ევროპარლამენტის მოდელირება“,  რომელიც ევროპის ცენტრის ორგანიზებითა და უნიჯეოს მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში  უნიჯეო დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდას გადასცემს სასწავლო გრანტს. პროექტის განხორციელების შედეგად, უნჯეოს მიერ გაცემული გრანტების ჯამი 69 000. 00 (სამოცდაცხრა ათასი) ლარს მიაღწევს (ლინკი #18: სასწავლო გრანტები ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში);